სიახლეები

RSS

2013 წლის 28 ნოემ

დაემატა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემები.

2013 წლის 20 სექტ

საქართველოს არჩევნების მონაცემთა აპლიაკციას დაემატა ახალი ფუნქციები.

რუკის განახლებები:

  • საერთო არჩევნების შეჯამებული შედეგები ყოველთვის განთავსებულია რუკის ზემოთ
  • პოლიტიკური პარტიების მაჩვენებლები, რუკის მარჯვენა მხარეს განთავსებული მაჩვენებლების მენიუში, დალაგებულია იმის მიხედვით, თუ ვინ გაიმარჯვა.
  • რუკის pop-up-მა გადაინაცვლა რუკის მარჯვენა მხარეს, მაჩვენებლების მენიუს ქვეშ
  • დაემატა ახალი რეზიუმეს ცხრილი, რათა გაჩვენოთ უმაღლესი შედეგები რუკის თითოეული გახსნილი ნაწილისათვის
  • დეტალების ცხრილის ახალი ფუნქცია საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ რომელი სვეტის მონაცემების ნახვა გსურთ ცხრილში.
  • განახლებულ დეტალების ცხრილიში პოლიტიკური პარტიების სვეტები იმის მიხედვით არის დალაგებული, ვინ გაიმარჯვა
  • დეტალების ცხრილი გამოკვეთს გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას თითოეულ მწკრივში

ახალი განყოფილებები:

  • დაემატა ახალი, მაჩვენებლების განყოფილება, ყველა არჩევნების თითოეული მაჩვენებლის დანიშნულების ასახსნელად და შედეგების სწრაფად სანახავად.
  • დაემატა ახალი, ოლქების განყოფილება, თითოეული ოლქის მოსახლეობის თუ მდებარეობის საჩვენებლად და თითოეული ოლქის ყველა არჩევნების შედეგების სწრაფად სანახავად.

2013 წლის 13 სექტ

  • დაემატა 2013 წლის მაისის ამომრჩეველთა სია
  • დაემატა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემები 2013 წლის 27 აპრილის საპარლამენტო მაჟორიტარული შუალედური არჩევნებისთვის.
  • დაემატა 2013 წლის თებერვლის ამომრჩეველთა სია

2012 წლის 26 დეკ

დაემატა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემები.

2012 წლის 19 სექტ

დაემატა 2012 წლის აგვისტოს ამომრჩეველთა სიის მონაცემები.

2012 წლის 01 სექტ

შეტანილია შესწორება არასწორად მოხსენიებული უბნისთვის (ზუგდიდი იყო მოხსენიებული ზესტაფონად).

2012 წლის 27 აგვ

მოხარული ვართ, რომ დღეს ამ აპლიკაციის გაცოცხლების დღეა! იგი Sida-სა და „NDI საქართველოში“-ს მიერ დაფინანსდა. JumpStart Georgia-მ ბევრი მუშაობა გასწია, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისაგან მიღებული მონაცემები ხელმისაწვდომი და გამოყენებადი გაეხადა.

თქვენ აქ იხილავთ საარჩევნო ინფორმაციას როგორც ადგილობრივი არჩევნების შესახებ, 2008-დან 2010 წლის ჩათვლით, ასევე, ამომრჩეველთა სიებს 2006-დან 2011 წლის მაისამდე.

თითოეული საარჩევნო და ამომრჩეველთა სია დაყოფილია კატეგორიებად, თითოეული კატეგორია კი დაყოფილია რეგიონის, ოლქისა და საარჩევნო უბნის მიხედვით.

მომხმარებლებს შეუძლიათ ინფორმაცია მარტივად გააზიარონ Facebook-სა და Twitter-ზე მოცემული ლინკების საშუალებით; ჩამოტვირთონ დაუმუშავებელი მონაცემები XLS და CSV ფორმატებში, ასევე რუკა, SVG ფორმატში, შემდგომში მასზე სამუშაოდ.

უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ახალი მონაცემების დამატებას, მათ შორის იქნება 2012 წლის ამომრჩეველთა ორი სია. ასევე იგეგმება 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს პირდაპირ (Live) რეჟიმში მიღებული შედეგების დამატება.

ჩვენ გვაინტერესებს, როგორ მოიხმართ ამ მონაცემებს და რა დამატებითი ფუნქციების ნახვას ისურვებდით მომავალში. გვითხარით რას ფიქრობთ!